გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე სენატორ რიშის განცხადებაზე: სიმართლე ვთქვათ, რომ გაცილებით ხისტი და უსაფუძვლო განცხადებები გვახსოვს, მაგრამ თუ სიმართლეს ვეძებთ, ერთი განცხადება გაიხსენონ რომელი შეიძლება მოინათლოს თავდასხმად

29-07-2022

„რა თქმა უნდა თავისი ქვეყნის წარმომადგენელთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები უნდა გააკეთონ, ეს არავის უკვირს, დიპლომატიაც ამ საკითხებს ამგვარად ითვალისწინებს. ნედ პრაისზე მსგავს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა რიშის ძველი განცხადებები გაცილებით რადიკალური და არასწორიც გვახსოვს“- ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ სენატორ რიშის გზავნილის შესახებ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.


„მერე რა რომ მეგობრები არიან, სიმართლე ვთქვათ, რომ გაცილებით ხისტი, არასწორი, უსაფუძვლო განცხადებები გვახსოვს, მაგრამ მთავარია სიმართლე სად არის. ჩვენ სიმართლეს ვკითხულობთ სად არის თუ რადგან მან თქვა არ შევეკამათოთ? თუ სიმართლეს ვეძებთ, ერთი განცხადება გაიხსენონ რომელი შეიძლება მოინათლოს თავდასხმად. ჩვენ ჩვენზე კი არ ვსაუბრობ, ჩვენგან გასულები საუბრებში გაცილებით ხისტები რომ არიან, თუნდაც მათშიც, ამ შემთხვევაში მე მათ არ ვიცავ, უბრალოდ მათი განცხადება გაიხსენონ, სად იყო თავდასხმა. კითხვის დასმაა თავდასხმა? სიმართლის გასარკვევად შეხვდი თუ არა, რაზე ისაუბრე - ეს თავდასხმაა? ეს თუ თავდასხმაა, მაშინ აქ ჩვენ სიმართლეს ვერ ვიპოვნით, მაგრამ რეალურად თავდასხმა არ ყოფილა.


აქედან გამომდინარე, სუბიექტურია, გასაგებია თავისი მიზეზები აქვს განცხადების გაკეთებას, მაგრამ თავად ეს განცხადება თავისი შინაარსით რომ იყო თავდასხმა ელჩზე არის სუბიექტური იმიტომ, რომ მეორე მხრიდან ვერავინ მომიტანს ვერცერთ არგუმენტს, რომელშიც იქნება ნათქვამი, რომ თავდასხმა იყო“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930