გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: შემოგდებული ვერსია, თითქოს სააკაშვილი პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლას აპირებს, ემსახურება ერთდაერთ მიზანს - როგორმე ამ ქვეყნიდან გააღწიოსდ ვერ გახდება მიშა სხვანაირი და არც მისცემენ ამის საშუალებას

30-07-2022

“სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა დაიწყეს ვირეშმაკული მანევრების მორიგი სერია, რათა როგორმე მიშა გაათავისუფლონ და საქართველოდან გაიყვანონ”- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


“სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა (ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა) დაიწყეს ვირეშმაკული მანევრების მორიგი სერია, რათა როგორმე მიშა გაათავისუფლონ და საქართველოდან გაიყვანონ. ამ მანევრებში ჯდება სააკაშვილის ყასიდი პროტესტი ნაცტელეარხის ჟურნალისტისადმი, გია კობახიძეს რომ სახლში მიუვარდა.


თუმცა, დარწმუნებული ვარ ეს შემოგდებული ვერსია, რომ თითქოს სააკაშვილი პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლას აპირებს და ის მიშა აღარ არის და ა.შ. ემსახურება, როგორც აღვნიშნე ერთდაერთ მიზანს -როგორმე ამ ქვეყნიდან გააღწიოს. მერე იქ ფრთებს დაიბერტყავს, მოსულიერდება და იგივეს დაუბრუნდება. ვერ გახდება მიშა სხვანაირი და არც მისცემენ ამის საშუალებას”- წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031