4-08-2022
სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნენ, დაათვალიერეს მობილიზებული ტექნიკა და მონიტორინგის სისტემები.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული ბრძოლის მეთოდებისა და საქართველოს გამოცდილების შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა და მოწვეულმა მეცნიერებმა ისაუბრეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა, მათი ინფორმირებულობის გაზრდა, რაშიც გადამწყვეტი როლი სწორედ მედიასაშუალებებს აკისრიათ.
მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მშენებარე თხილის საშრობი დაათვალიერეს. ასევე, დაესწრნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ფერმერებისთვის სპეციალური შესაწამლი აპარატების გადაცემის პროცესს.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები შემუშავებული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოში მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ფართობები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდებით მუშავდაბა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს მონიტორინგი და სპეციალური სადგურების დამონტაჟება. ღონისძიებები თვითმმართველობებთან კოორდინირებულად ტარდება. მუდმივად იმართება საინფორმაციო შეხვედრები ფერმერებთან. სახელმწიფოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში, მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
16-11-2024
16-11-2024