გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: უსამშობლო, პირადი ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანთა ჯგუფი მიზანმიმართულად, ქართველებისთვის უცხო, ქსენოფობიურ და ფაშისტურ განწყობებს აღვივებს

5-08-2022

„აღშფოთებული ვარ ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე, ჟურნალისტს როგორ გაუჭირდა ეთქვა, რომ არ ერჩის ჩვეულებრივ რუს მოქალაქეს, არა და მისი უფროსობა ზუსტად იმას ავითარებს, როგორმე ერთმანეთს დააჯახოს ქართველი და რუსი მოქალაქეები, იქნებ ამით მაინც გამოიწვიონ ომის ესკალაცია“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

„ქართველები ოდითგანვე სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩეოდნენ. დარწმუნებული ვარ ახლაც ასე იქნება, რომ არა ეს უჯიშო, უსამშობლო, პირადი ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად, ქართველებისთვის უცხო, ქსენოფობიურ და ფაშისტურ განწყობებს აღვივებს, დაფუძნებულს ცრუ სტატისტიკასა და ცრუ ინფორმაციებზე და დიდი საშიშროების წინაშე აყენებს ქვეყანას. ჩემი, უამრავი საქართველოზე შეყვარებული მეგობარი ცხოვრობს რუსეთში, რა გავაკეთო, საზღვართან დავხვდე და არ შემოუშვა, რატომ, რა მიზეზით, იმიტომ რომ უყვარს ეს ქვეყანა? ამ ქსენოფობიური თემის შემგროვებლებს, ნუთუ ისიც დაავიწყდათ, რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, როგორ გამოყარეს იქიდან უდანაშაულო ადამიანები მხოლოდ იმიტომ რომ ქართველები იყვნენ, როგორ იბრძოლა ხელისუფლებამ და როგორ მოუგო რუსეთს სტრასბურგში ეს საქმე.

 

თვითონ რომ ზუსტად ისე იქცევიან, რასაც ვითომ გმობდნენ, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი? აღშფოთებული ვარ ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე, ახალგაზრდა ჟურნალისტს როგორ გაუჭირდა ეთქვა, რომ არ ერჩის ჩვეულებრივ რუს მოქალაქეს, არა და მისი უფროსობა ზუსტად იმას ავითარებს, როგორმე ერთმანეთს დააჯახოს ქართველი და რუსი მოქალაქეები, იქნებ ამით მაინც გამოიწვიონ ომის ესკალაცია. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დავუშვათ მათი გეგმის განხორციელება. ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგი იყო პრევენცია იმ უბედურების თავიდან აცილების, რასაც ახორციელებს ომის და ღალატის პარტია, მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ენჯეოები. ქსენოფობიის და ფაშიზმის განმარტება კი იმიტომ დავდე, რომ ვინც არ იცის, იქნებ წაიკითხოს და მიხვდეს ვის და რას უჭერს მხარს“- წერს ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031