გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მესტიის რეგიონულ ლაბორატორიაში ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა მიმდინარეობს

9-08-2022

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მესტიის რეგიონულ ლაბორატორიაში ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათი ცნობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მესტიის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ.


მესტიაში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ლაბორატორიაში დანერგილი კვლევის მეთოდები და სამომავლო გეგმები განიხილეს.


„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ძლიერი ქსელი მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო დონის კვლევებით მომსახურება როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ვეტერინარიის მიმართულებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად მუშაობს რეგიონულ ლაბორატორიებში საერთაშორისო სტანდარტის კვლევების დანერგვის მიმართულებით”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


მესტიის მერის განცხადებით, მსგავსი საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.


მესტიის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების და მესტიის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930