გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

17-08-2022

სამწუხაროდ, ელჩის ყოველი გამოსვლის შემდეგ ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე გვეთქვა, არის სწორი, - ამის შესახებ “ქართული ოცნებიდან” გასულმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.


როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, დეგნანის განცხადება იმის აღიარებაა, რომ მმართველი გუნდიდან გასული დეპუტატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მართალია.


“ეს განცხადება ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ ჩვენს ბოლო წერილებში მითითებული მტკიცებულებები არის მართალი, რადგან არც ერთ მათგანზე ქალბატონ ელჩს არ უპასუხია და კონტრაგუმენტი არ წარმოუდგენია. მეტიც ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, გაუგებარს უწოდებს და შეთქმულებებზე საუბრობს. საინტერესოა, რა არის, მისი აზრით, შეთქმულება - ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოსთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? თუ ის, რომ საელჩო ამბობს, რომ 30 წელი გადაიხადა იმისთვის რომ ქართული მართლმსაჯულება განვითარებულიყო და ამიტომ კონსტიტუციურ ორგანოებს - პარლამენტს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ ესა თუ ის მოსამართლე უნდა დაინიშნოს უვადოდ და ამა თუ იმ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, ეს შეთქმულებაა? გარდა ამისა, მისი აზრით, გავრილოვის ღამე ყოფილა წინაპირობა და საფუძველი პოლარიზაციისა. საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს ელჩი და აბრალებს ხელისუფლებას, თითქოს ხელისუფლებამ მიიტანა შტურმი პარლამენტზე. პარლამენტზე შტურმი მიიტანა სწორედ ნიკანორ მელიამ რამდენიმე ასეულ რადიკალთან ერთად, რომელიც იქნა დაპატიმრებული და სწორედ საელჩოს დაჟინებული მოთხოვნით იქნა გამოშვებული ციხიდან პარლამენტის შტურმის დამაორგანიზებელი პიროვნება, პოლიტიკოსი ნიკანორ მელია. ამაზე საუბრობს ელჩი, თითქოს ეს იყო ხელისუფლების შეტევა და შტურმი პარლამენტზე.


საკანონმდებლო ორგანოზე შტურმი ამერიკაში თუ დასჯადია, საქართველოში დემოკრატიის ნგრევა რატომ არის, თუ დაიჭერენ თუნდაც პოლიტიკოსს, ვინც შტურმი განახორციელა პარლამენტზე. თუ ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში კანონის უზენაესობა და თანასწორობა საელჩომ უნდა განსაზღვროს, როგორი იყოს, ეს არის არასწორი მიდგომები, როდესაც ქართული საზოგადოება ხვდება, რომ ამერიკაში დემოკრატია სხვანაირად მუშაობს, ხოლო საქართველოში საელჩოს უნდა რომ სხვანაირად ამუშაოს, არასწორი მიდგომაა. ჩვენი მიზანი კი არ არის ვინმეს დისკრედიტაცია, არამედ ის, რომ საზოგადოებამ სწორად დაინახოს სიმართლე, რა ხდება საქართველოს საწინააღმდეგოდ თუ სასარგებლოდ”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ელჩი კელი დეგნანი “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს “უგუნურ, კონსპირაციული თეორიებს” უწოდებს.


„ჩემი აქ ყოფნის ყოველ დღე ვცდილობ, ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას, ღრმა პოლარიზაციის შემცირებას, რომელიც აქ არსებობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხედონ 3-4 წლის წინ და გაიხსენონ საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია, „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები - აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში ეს ღრმა პოლარიზაცია შეამცირონ”, - აღნიშნა ელჩმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930