გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: გოგაშვილი ნორმალურად უმკვლავდებოდა ხორცის სექციაში - დახლს, ამ გზას ბოლომდე რომ გაჰყოლოდა, დღეს წარმატებული ვაჭარი იქნებოდა

19-08-2022

გოგაშვილი ნორმალურად უმკვლავდებოდა ნავთლუღის ბაზარში ხორცის სექციაში - დახლს, ხოლო შემდგომ - ჯერ დოლიძეზე, ხოლო მერე ჩუღურეთში - დახლ/მაცივარს. ამ გზას ბოლომდე რომ გაჰყოლოდა - დღეს წარმატებული ვაჭარი იქნებოდა, რაც მთავარია, ალბათ თავისუფლებაზე ყოფილიყო და რაც უეჭველია, კოლოსალურ ზარალს ააცილებდა სახელმწიფოს და ხელისუფლებას, უსაფრთხოების სისტემას და შემდგომ საჯარო სექტორში მის მიერ დაბლოკილ ათასობით პროფესიონალს, რომლებიც არ დარჩებოდნენ საკუთარი საქმისა და ოჯახის რჩენის შესაძლებლობის გარეშე- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„დღეს კვლავ გვიწევს "ქართული ოცნების" პერიოდის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ლაქაზე - სოსო გოგაშვილზე საუბარი. გვიწევს იმიტომ, რომ სამომავლოდ მსგავსი საბედისწერო შეცდომის დაშვება აღარავის მოუვიდეს თავში. არ შეიძლება სულით და ხორცით ვაჭარი - მიუშვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, უსაფრთხოების სისტემის სადავეებთან. გოგაშვილი - მისი თუნდაც ზერელედ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, მოდულის შენობის დაცვაშიც კი არ უნდა შეეყვანათ. მისი საგანმანათლებლო ბაგაჟი მოიცავს უფრო წვალებას, ვიდრე სწავლას - რომელიც დაიწყო 1989 წელს თსუ-ს მარნეულის ფილიალის წნორის განყოფილებაში, რომელმაც მალევე ვერ გაიარა აკრედიტირება, და მხოლოდ შემდგომ ტრანსფორმირდა თსუ-ს სიღნაღის (კახეთის) ფილიალში, რომელიც 1998 წელს, 9-წლიანი "სწავლის" შემდეგ "ვაი-ვაგლახით" დაამთავრა სოსომ "საზოგადოებრივ კვებაში, ვაჭრობის ეკონომიკის და მართვის სპეციალობით". ეს აბდაუბდა ფორმულირება - ჩემს მიერ დაშვებულ შეცდომად არ ჩათვალოთ: ასე წერია მის დიპლომში- ამ ჩამონათვალს სტომატოლოგიაღა აკლია და საერთაშორისო ურთიერთობები.

 

კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ მისი სპეციალობის ფორმულირება და თუ მიხვდებით, რა უნდა "ემართა" - იქნება გამაგებინოთ. ამ საგანმანათებლო ცენზით, გოგაშვილი ნორმალურად უმკვლავდებოდა ნავთლუღის ბაზარში ხორცის სექციაში - დახლს, ხოლო შემდგომ - ჯერ დოლიძეზე, ხოლო მერე ჩუღურეთში - დახლ/მაცივარს. ამ გზას ბოლომდე რომ გაჰყოლოდა - დღეს წარმატებული ვაჭარი იქნებოდა, რაც მთავარია, ალბათ თავისუფლებაზე ყოფილიყო და რაც უეჭველია, კოლოსალურ ზარალს ააცილებდა სახელმწიფოს და ხელისუფლებას, უსაფრთხოების სისტემას და შემდგომ საჯარო სექტორში მის მიერ დაბლოკილ ათასობით პროფესიონალს, რომლებიც არ დარჩებოდნენ საკუთარი საქმისა და ოჯახის რჩენის შესაძლებლობის გარეშე. არ შეიძლება ვაჭარი მიუშვა სახელმწიფო საიდუმლოების საცავებში! გაყიდის! არ შეიძლება პედოფილი - საბავშო ბაღის გამგედ დანიშნო! არ შეიძლება სულით გამყიდველი - სამშობლოს, კოლეგების, მეგობრების გაყიდვის ცდუნების წინაშე დააყენო. გაყიდის!!! ამიტომ მუშაობდა თვეების განმავლობაში სუს-ის კომბინირებული კომისია თავის რიგებში მისაღებ კანდიდატის საგულდაგულო შესწავლაზე - განსაკუთრებით, სამოტივაციო ნაწილში. იმიტომ რომ ამ სისტემაში, მხოლოდ ის თანამშრომელი გაწირავდა თავს "ენას, მამულს და სარწმუნოებას", ვინც აცრილია ღალატზე, ვერცხლისმოყვარეობაზე და სამშობლოსა და კორპორაციული პრინციპების გაყიდვაზე! ყოველი უპატიებელი შეცდომა, საწყისში დაშვებული - სამომავლოდ, გამანადგურებელი კატაკლიზმებით უბრუნდება სახელმწიფოს!!!“- წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930