გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს

24-08-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი და უცხოელი სპეციალიტები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

 

კონფერენციაში მონაწილებას მიიღებს 100-ზე მეტი ღვინის ეკონომისტი მთელი მსოფლიოდან. მათ შორის, აშშ-დან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიდერლანდებიდან და იტალიიდან. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ღვინის ეკონომიკასა და ინდუსტრიაზე, საკუთარ გამოცდილებასა და იდეებს გაუზიარებენ კოლეგებს.

 

უცხოელი სპეციალისტები ღვინის სამშობლოში გაეცნობიან მეღვინეობის უნიკალურ პრაქტიკასა და ყურძნის ჯიშებს. კონფერენცია ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიურ და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას ღვინის ეკონომიკის მიმართულებით; ასევე, დაეხმარება ქართული ღვინის ინდუსტრიას აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ბაზრებზე წვდომაში.


ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართება.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930