გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთში მცხოვრებ 150 ახალგაზრდას დაასაქმებს

25-08-2022

რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ 150 ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს.

 

ახალგაზრდები, ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრებების შედეგად შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს, ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

 

რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.

 

დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს, ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს. ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებული ახალგაზრდების  ანაზღაურება, თვეში,  950 ლარამდე იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930