გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-მა აჭარისა და გურიის გარემოსდაცვითი სააგენტოს თანამშრომლები პასუხისგებაში მისცა

7-07-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მოსე დ, გივი ბ. და შალვა ღ.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში მოსე დ.-მ, შალვა ღ.-მ და გივი ბ.-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული მოვალეობები. კერძოდ, უკანონო ქმედებებში არ ამხილეს ორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანების კალაპოტში მუშაობდნენ და საშუალება მისცეს აღნიშნულ კომპანიებს მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის - ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.


გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით).


ამავე ფაქტზე, 2018 წლის 29 მარტს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების 5 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.


საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031