26-08-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონის“-ს ფარგლებში ქალაქ კასპში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოები ქალაქის 2 ცენტრალურ - გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩაზე ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში დასრულებულია 5 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტების გარე ფასადების რეაბილიტაცია: მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, რკინიგზის სადგურის, მელიორაციის, შპს „კასპის კეთილმოწყობას და სხვა შენობების. საფეხმავლოები მოეწყო ახალი ფილებითა და განათების ბოძებით, დამონტაჟდა მოაჯირები.
ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოსტავას, გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტების და გმირთა მემორიალის მოპირკეთება, კოსტავას ქუჩაზე არსებული კედლის და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია.
მასშტაბური სამუშაოები ჩაუტარდა და დასრულების პროცესშია გ. სააკაძის სახელობის სკვერი, სადაც დაირგა უნიკალური ჯიშის ხე - მცენარეები, მოპირკეთდა გ. სააკაძის ძეგლის კვარცხლბეკი, გაიწმინდა ძეგლი, ეწყობა შადრევანი. მიმდინარეობს რკინიგზის გასწვრივ მდებარე სკვერის და მცირე აუზის რეაბილიტაცია. მოსახლეობა მალე განახლებულ სკვერებში შეძლებს დასვენებას.
16-11-2024
16-11-2024