გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის სოფელ ღებში ორი სახიდე გადასასვლელი შენდება

26-08-2022

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღებში სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან ერთად მოინახულა.

  

პროექტის ფარგლებში, სოფელ ღებში ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-121) საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდ. ჩვეშურაზე, რომლის ღირებულება შეადგენს 1 281 591 ლარს.

 

მდინარე რიონზე სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, სახიდე გადასასვლელის მოწყობა, რომლის ღირებულება 1 899 999 ლარს შეადგენს.

 

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

პროექტის სამშენებლო სამუშაოებს აგრეთვე ადგილზე გაეცნო სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031