26-08-2022
უკვე მერამდენედ, ჩვენს მიერ გამოქვეყნებული წერილებით, ვცდილობთ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია კულისებში მიმდინარე პროცესებზე. კონკრეტული ფაქტებით და ქრონოლოგიური თანამიმდევრულობით ვააშკარავებთ შესაძლო სახიფათო სცენარებს. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას სახიფათო რისკების დასაზღვევად - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, წერილის ადრესატები ვერ ახერხებენ შინაარსობრივ საკითხებზე საუბარს, წერილში აღნიშნული ფაქტების არგუმენტირებულად გაბათილებას და თავის მართლებასაც კი. ისინი ამ ფაქტებს უსაფუძვლო ტყუილს უწოდებენ, "პარტნიორული ურთიერთობის საზიანოდ" მიიჩნევენ და შეურაცხმყოფელი ენით ცდილობენ გადაფარონ მძიმე რეალობა. მისივე თქმით, წერილებში მოყვანილი ყველა საკითხი კონკრეტულ ფაქტებსა და მსჯელობას ეფუძნება და მისი "ტყუილად" მონათვლა მხოლოდ სისუსტის მანიშნებელია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩამომართმევს სიტყვის თქმის უფლებას და ვინ ჩამინაცვლებს "საკუთარს" "თავისით"?
"უკვე მერამდენედ, ჩვენს მიერ გამოქვეყნებული წერილებით, ვცდილობთ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია კულისებში მიმდინარე პროცესებზე. კონკრეტული ფაქტებით და ქრონოლოგიური თანამიმდევრულობით ვააშკარავებთ შესაძლო სახიფათო სცენარებს. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას სახიფათო რისკების დასაზღვევად.
თუ დააკვირდებით, წერილის ადრესატები ვერ ახერხებენ შინაარსობრივ საკითხებზე საუბარს, წერილში აღნიშნული ფაქტების არგუმენტირებულად გაბათილებას და თავის მართლებასაც კი. ისინი ამ ფაქტებს უსაფუძვლო ტყუილს უწოდებენ, "პარტნიორული ურთიერთობის საზიანოდ" მიიჩნევენ და შეურაცხმყოფელი ენით ცდილობენ გადაფარონ მძიმე რეალობა. წერილებში მოყვანილი ყველა საკითხი კონკრეტულ ფაქტებსა და მსჯელობას ეფუძნება და მისი "ტყუილად" მონათვლა მხოლოდ სისუსტის მანიშნებელია. ის, რომ ეს ყველაფერი პარტნიორულ ურთიერთობას აზიანებს, ამაში ვეთანხმები, მაგრამ პარტნიორული ურთიერთობა არც "ძლიერის " უპირობო სიმართლეს ნიშნავს და არც პარტნიორისათვის სიმართლის თქმის აკრძალვას.
პარტნიორული ურთიერთობა ნიშნავს თანასწორუფლებიანობას და ურთიერთპატივისცემას. როცა სათქმელი მაქვს და ვერ ვამბობ, სწორედ ეს არის ჩაგვრის და მონობის დამკვიდრების მცდელობა. ამის იქით რა მნიშვნელობა აქვს ვინ ჩამომართმევს სიტყვის თქმის უფლებას და ვინ ჩამინაცვლებს "საკუთარს" "თავისით"? ასეთი მიდგომა ცუდად მახსენებს საბჭოთა წარსულს და ამდაგვარს ვერ მივიღებ ვერც სხვისგან. ის, რომ ვუფრთხილდებით ძირითად პარტნიორთან ურთიერთობებს, სწორედ ამიტომ არ ვსაუბრობთ მეტს. თუმცა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უპირატესია ჩემთვის და ის "პოლიტიკურ კეკლუცობაში" არ იცვლება, მათ შორის, არც ხელისუფლებაში ყოფნაში.
დღეს იმის გამო, რომ ოპონენტები ფაქტობრივ კამათში ვერ შემოდიან ჩვენთან, შინაურიც და უცხოელიც თავიანთი მედია საშუალებებით, მხოლოდ ლანძღვით შემოიფარგლებიან. ლანძღვა ყველამ შეგიძლიათ სახლში წაიღოთ, მაგრამ შინ არ შეიტანოთ, თორემ თქვენი შვილებიც, ჩვენი მომავალი თაობაც იგივეს ისწავლიან - არგუმენტირებულ მსჯელობას და სიმართლის აღიარებას ლანძღვასა და ქილიკს ამჯობინებენ და საკუთარს დააზიანებენ. ის, რაც დღევანდელ ქართულ პოლიტიკას და მათ შორის მედიას სჭირს, ზიზღი და ქილიკია, რაც მეტად გაყიდვადია. ესეც საზიანოა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. არ მჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სტრატეგიას შეცვლიან, რადგან მათ ხელთ არა აქვთ სიმართლე, ტყუილით კი მხოლოდ ლანძღვა შეუძლიათ. სიმართლე იმ ფარულ ინფორმაციაშია, რასაც ჩვენ ეტაპობრივად ვაჟღერებთ და რასაც ხალხის ძალა ბრძოლის მთავარ იარაღად აქცევს” – წერს დიმიტრი ხუნდაძე Facebook-ის გვერდზე.
16-11-2024
16-11-2024