გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სვანეთმა მთელი მსოფლიოს მოლაშქრეებს სვანეთში უმასპინძლა - HIGHLANDER Georgia-ს პირველი დღე დასრულდა

27-08-2022

8 ქვეყანა, 110 რეგისტრირებული მონაწილე მთელი მსოფლიოდან და სვანეთი, როგორც საერთაშორისო სათავგადასავლო მოვლენის ცენტრი - 25 აგვისტოს, HIGHLANDER Georgia-მ სტარტი აიღო! მას შემდეგ, რაც Სამდღიანი ლაშქრობის, HIGHLANDER55-ის მონაწილეებმა თავიანთი სანომრე ნიშნები და საკვები აიღეს, ასევე, სალაშქრო აღჭურვილობის დეტალური შემოწმება გაიარეს, ნამდვილი თავგადასავალიც დაიწყო! დილის 7 საათიდან, პროექტის ქართველი და უცხოელი მონაწილეები ბეჩოს აღმართს შეუყვნენ და გულის უღელტეხილის, ლამააჯისა და ცხაკვზაგარის გზაზე გამავალი ბილიკიდან, მესტიაში არსებულ I საკონტროლო პუნქტამდეც მიაღწიეს. ყველა მონაწილის HIGHLANDER-მოწმობაში დაფიქსირდა ამ სავალდებულო პუნქტის გავლის დამადასტურებელი ბეჭედიც. საბოლოოდ კი, ზაარგაშში დაბანაკდნენ და პირველი დღე ადგილობრივი სამზარეულოს მასტერკლასითა და მათივე მომზადებული თაშმიჯამისა და კუბდრის დეგუსტაციით დასრულდა.


მარშრუტი, სხვა მონაწილეებთან ერთად, გაიარეს: ავსტრიის ელჩმა საქართველოში, ბნ. თომას მიულენმა, HIGHLANDER UAE-ს მმართველმა დირექტორმა, ბნ. ფადი ჰაჩიჩომ, ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, HIGHLANDER Georgiaს კეთილი ნების ელჩებმა: ირაკლი გუჯაბიძემ და საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვა ადამიანებმა: მანიკა ასათიანმა, შალვა მარგიანმა და HIGHLANDER Adventure-ის გლობალურმა ელჩმა, პიტერ უოთსონმა.
HIGHLANDER Georgia ევროკავშირთან, შვედეთთან, ავსტრიასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა (GNTA) და სხვა პარტნიორებთან, მათ შორის, სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია „შან-ლენდთან“ ერთად, ზრუნავს, რომ საქართველოში არსებული სალაშქრო შესაძლებლობები გლობალური მასშტაბით წარმოაჩინოს.


ავსტრიის ელჩი საქართველოში, ბნ. თომას მიულენი: „ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, მხარს უჭერენ HIGHLANDER Georgia-ს ღონისძიებას. ჩვენი მიზანია მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭალეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და ზემო იმერეთის რეგიონებში. გვჯერა, რომ HIGHLANDER Georgia-სთან ჩვენი პროდუქტიული თანამშრომლობა სვანეთის ცნობადობას აამაღლებს და მას გლობალური სათავგადასავლო ტურიზმის რუკაზე მონიშნავს“.


26 აგვისტოს, HIGHLANDER55-ის მონაწილეებს ზაარგაშში ორდღიანი ლაშქრობის - HIGHLANDEREXPERIENCE-ის მონაწილეებიც შეუერთდნენ და იფდერის, გვალდის, ზაარდლაშის, მურშკელის, ჟამუშის, ჭოლაშისა და ჟაბეშის გავლით, ყველანი სათხილამურო კურორტ თეთნულდში დაბანაკდნენ.


Მარშრუტი 27 აგვისტოს, სოფელ ხალდეში სრულდება, თუმცა მანამდე, ყველა მონაწილემ უნდა გადალახოს ბილიკი, რომელიც სათხილამურო კურორტ თეთნულდიდან იწყება და გადის სოფელ ჰადიშს, ჰადიშიჭალაის ხეობას, ჰადიშის მყინვარს, ჩხუტნიერის უღელტეხილსა და ხალდეს ხეობას. HIGHLANDER შეჯიბრება არ არის. ყველა მონაწილე, რომელიც ფინიშამდე მიაღწევს, ჰაილენდერის სტატუსს, დაიმსახურებს.


27 აგვისტოს, საღამოს, მესტიაში, დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა ჰაილენდერი იზეიმებს ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებას, რომლის სახელიც HIGHLANDER Georgia იქნება. HIGHLANDER Georgia-ს პარტნიორები, ასევე, არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA), მესტიის მუნიციპალიტეტი და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია, „შან-ლენდი“, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, „თიბისი ბანკი“, „ჯეოლენდი“, საერთო სამუშაო - მულტიფუნქციური სივრცე, „ტერმინალი“, „ბილიკი“, სოციალური მედიაპარტნიორია: „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“. Შეგახსენებთ, რომ Საქართველო HIGHLANDER Adventure-ის - გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური ღონისძიებების სერიებს წელს პირველად შეუერთდა. დღეს კი, 25-დან 27 აგვისტოს ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიების პირველი დღე შედგა.


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდით: ნიკა ლებანიძე (მედია მენეჯერი): +995 593 50 88 48; lebanidzenika@gmail.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930