გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: საპენსიო სააგენტოზე ფეიკს "ფილოსოფიური" ტექსტით მყისვე გამოეხმაურა რატი არც თუ ისე ამაღლებული და ფეისბუქ პოსტი გამოაცხო

29-08-2022

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე რატი ამაღლობელის ე.წ. ფეისბუქ სტატუსის სქრინს აქვეყნებს, რომელიც საპენსიო სააგენტოს, მონაცემების განახლების მიზნით, დროებით სერვერის დახურვას ეხმიანება.

 

მისი თქმით ეს თემა არ გამოეპარა ნაცმედიას და ატეხეს ისტერია, რომ საპენსიო დანაზოგები გაქრა. როგორც ქადაგიძე წერს ამ მარტივ და ამავე დროს, ანწისახელმწიფოებრივ ფეიკს მყისვე გამოეხმაურა "ფილოსოფიური" ტექსტით რატი არც თუ ისე ამაღლებული და ფეისბუქ პოსტი გამოაცხო.

 

„პოეტად წოდებული რატი ამაღლობელი ისე დამდაბლდა, რომ ფსკერი ჩახია და ღრმად ჩაერთო ნაცების ფერხულში. საილუსტრაციოდ დახედეთ ფოტოებს. საპენსიო სააგენტომ, მონაცემების განახლების მიზნით რამდენიმე ხნით დახურა სერვერი. ცხადია ეს თემა არ გამოეპარა ნაცმედიას და ატეხეს ისტერია, რომ საპენსიო დანაზოგები გაქრა. ამ მარტივ და ამავე დროს, ანწისახელმწიფოებრივ ფეიკს მყისვე გამოეხმაურა "ფილოსოფიური" ტექსტით რატი არც თუ ისე ამაღლებული და ეს ფეისბუქ პოსტი გამოაცხო. რა გინდა რომ გააკეთო, ეს პოეტადწოდებული მიიჩნევა დღეს ქართული პოეზიის გურუდ“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930