29-08-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პურის ფასთან დაკავშირებით მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფოს მიზანია, პირველ რიგში, ადგილობრივ წარმოებას შეუწყოს ხელი და გაზარდოს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში. ველოდებით, რომ, პირველ ეტაპზე, დაიწყება, ღირებულების ჯაჭვის შესწავლა ჩვენი ამერიკელი კოლეგების დახმარებით. შემდგომ გამოიკვეთება ის საჭიროებები, რომელი კუთხითაც იქნება მხარდაჭერა საჭირო. კვლევების შედეგების საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არის კარგი ტენდენცია როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის ფასების შემცირებისკენ.აგვისტოში, ქვეყანაში, დაახლოებით, 25 000 ტონა ხორბალია შემოსული. შემცირებულია საექსპორტო გადასახადი, რაც ხელს შეუწყობს, რომ წისქვილკომბინატებმა ჩვეულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება პურის ფასზე იქონიებს ზეგავლენას და შემცირდება.
16-11-2024
16-11-2024