7-07-2018
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.
„თორნიკე რიჟვაძე ჩვენი გუნდის წევრია, ჩვენ მასთან გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა, როცა ის მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. მე პირადად ვიცნობ მას საკმაოდ კარგად, როგორც ძალიან აქტიურსა და ძალიან განათლებულ ადამიანს. მე იმედი მაქვს, რომ ის არჩეული იქნება აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე და მისი მუშაობა იქნება ძალიან წარმატებული. თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანია, რომელმაც ამ წლების განმავლობაში, თავი გამოიჩინა კარგი ხედვითა და მუშაობით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
18-12-2024