გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: მესმის საბჭოთა მენტალობის მქონე ვერშემდგარი კომკავშირელი ცოლ-ქმრის წუხილი, ხელისუფლება "ჯიუტად" აგრძელებს წინსვლას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში

1-09-2022

აღნიშნული რეგულაციების მიღება ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა იმისათვის, რომ ქართველი ფერმერებისთვის სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის და არა ბოკერია/ჩერგოლეიშვილისთვის უფრო მისაღები СНГ-ს ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის გატანა - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაზე. „"ხბოთა დუმილი" მთავარ როლებში: განიბალ ლექტერი - გიგა ბოკერია აგენტი კლარისსა სტარლინგი - თამარ ჩერგოლეიშვილი სწორედ ამ უკანასკნელის გუშინდელ ეპისტოლეში შემხვდა "ხბოთა ზედა წუხილი": " არ ჩანან ქვემო ქვალონელი გლეხები, რომლებსაც მთავრობა საკუთარი ძალით თავის რჩენაში ხელს უშლის და ხბოების უცხოეთში გაყიდვას უკრძალავს"

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ პოლიტიკური "ტვიქსის" დეზინფორმაციაში დღეს მნიშვნელოვანი განმარტება შეიტანა, საიდანაც ვიგებთ, რომ სწორედ "განიბალ ლექტერის" მიერ ლეგალიზებული კანიბალიზმის ეპოქაში, 2008 წლის 18 დეკემბერს შემუშავებული იქნა „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის“ პროექტი, გიგა ბოკერიას მთავრობამ ასევე დაამტკიცა „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“. ეს რეგლამენტი 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/119/EC დირექტივის შესაბამისად მომზადდა და ითვალისწინებდა 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადგომის შესაბამის სივრცეს, სათანადო საკვებ რაციონსა და ა.შ., რაც, შემდგომ, უზრუნველყოფდა პროდუქტიულობის ზრდას და უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოების წინაპირობას. გაწერილი გეგმის მიხედვით, აღნიშნული დადგენილების მიღების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წელი, ხოლო მისი ამოქმედების ვადად - 2028 წლის პირველი იანვარი. მე მესმის საბჭოთა მენტალობის მქონე ვერშემდგარი კომკავშირელი ცოლ-ქმრის წუხილი, რომ მოქმედი ხელისუფლება "ჯიუტად" აგრძელებს წინსვლას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების გზაზე - რათა ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს. "ტვიქსის" გულების გასახეთქად - საკანონმდებლო დაახლოების აღნიშნული პროცესი გაწერილი და შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 2015 წლიდან დღემდე, 272 დირექტივიდან მიღებული და დაახლოებულია 162 ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მათ შორისაა, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული დირექტივები, რომელიც, ასევე, DCFTA-ით არის გათვალისწინებული. აღნიშნული რეგულაციების მიღება ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა იმისათვის, რომ ქართველი ფერმერებისთვის სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის და არა ბოკერია/ჩერგოლეიშვილისთვის უფრო მისაღები СНГ-ს ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის გატანა. ცნობილი ფილმის ამ რიმეიქის მიხედვით, ფინალში - "კლარისსა სტარლინგი" ქართული ხელისუფლების ევროინტეგრაციის გზაზე მორიგი ვალდებულების პირნათლად შესრულებისთანავე, სოფელ ქვემო ქვალონის ფოლკლორული ანსამბლის თანხლებით, საზეიმო/სასოწარკვეთილ ვითარებაში, "განიბალ ლექტერს" თავს მოაჭამს...“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930