1-09-2022
,,რეგლამენტი, რომელიც შინაური ცხოველებისთვის სპეციალური გარემო პირობების შექმნას ითვალისწინებს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ქართველი ფერმერებისთვის, რომლებიც სამომავლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტს გეგმავენ ევროკავშირში,’’- წერს ეკონომისტი შოთა გულბანი.
როგორც გულბანი აღნიშნავს, გასაკვირია, რომ რეგულაციები რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის ნაკისრი და რომელთა იმპლემენტაცია საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს, ქილიკის საგანი ხდება იმ მედიასაშუალებების და სუბიექტების მხრიდან, რომელთაც ყველზე მეტად აქვთ პრეტენზია ევროპელობაზე და მედასავლეთეობაზე. მისი აზრით, სწორედ ასეთი ადამიანები აზიანებენ ყველაზე მეტად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს.
,,რეგლამენტი, რომელიც შინაური ცოხველებისთვის სპეციალური გარემო პირობების შექმნას ითვალისწინებს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ქართველი ფერმერებისთვის, რომლებიც სამომავლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტს გეგმავენ ევროკავშირში. გასაკვირია, რომ რეგულაციები რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის ნაკისრი და რომელთა იმპლემენტაცია საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს, ქილიკის საგანი ხდება იმ მედიასაშუალებების და სუბიექტების მხრიდან, რომელთაც ყველზე მეტად აქვთ პრეტენზია ევროპელობაზე და მედასავლეთეობაზე. სწორედ ასეთი ადამიანები აზიანებენ ყველაზე მეტად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და პროცესს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. არადა საკითხი ძალიან ცხადი და მარტივია.
ქართული მხარის მიერ მიმდინარეობს DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში სხვადასხვა ნორმატიული აქტებისა და დირექტივების მიღება და დაახლოება ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. რაც მათ შორის ითვალისწინებს ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის დირექტივებს, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ნორმატივებს და ა.შ. ევროკომისიამ ჯერ კიდევ 1987 წლის 20 თებერვლის რეზოლუციაში შეიმუშავა და მიიღო ცხოველთა დაცვის, მათ შორის ხბოებთან შესაბამისი მოპყრობის პოლიტიკა და შესაბამისი გარემო პირობების ჩამოყალიბების ნორმატივები. საქართველოში კი ახლა უკვირთ 2022 წელს, რომ თურმე წესები არსებობს თუ როგორ უნდა მოეპყრო ცხოველებს და როგორ გარემო პირობებში უნდა ამყოფო ისინი. სამწუხაროა, რომ განვითარებას ბევრი მტერი ყავს საქართველოში.
სასიხარულოა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება და ნაკისრი ვალდებულებები ბოლომდე ჯეროვნად შესრულდება,’’- წერს გულბანი.
16-11-2024
16-11-2024