გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაამატე თიბისის ბარათს თბილისის სამგზავრო აბონემენტი თიბისისციფრული ბანკის საშუალებით

1-09-2022

დღეს, 1სექტემბრიდანთიბისიმგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთო.თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ,საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტი თიბისის ბარათს მიაბან.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტის შეძენა და თიბისის სასურველ ბარათზე დამატება შესაძლებელია მარტივად, თიბისის ციფრული ბანკისმეშვეობითდა ასევე საბანკო სივრცეში ვიზიტით. საბანკო/სამგზავრო ბარათი აქტიურდება შეძენიდან 3 (სამი) წუთში.

სამგზავრო აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია თბილისის შემდეგსაზოგადოებრივ ტრანსპორტში:

  • თბილისის მეტრო
  • თბილისის ავტობუსი
  • თბილისის ლურჯი მიკროავტობუსი
  • თბილისის უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზა

„არსებობის 30 წლის მანძილზე, თიბისი მუდმივად ცდილობს ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება და ხელი შეუწყოს ციფრული სიახლეების დანერგვას. ამ ძალისხმევის ნაწილია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს,თიბისის ბარათებს დაამატონ სამგზავრო აბონემენტები და უფრო მარტივად გადაიხადონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გადასახადი. ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს,ჩვენიწვლილი შევიტანოთ თბილისის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის გაუმჯობესებასა და განახლებაში“-განმარტავს თიბისის გადახდების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ გოგია.

შეგახსენებთ, რომ თიბისის ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თბილისის, ქუთაისის, გორისა და ფოთის  საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://we.tl/t-ypc9PtJRnV

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930