გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
2019 წლიდან თბილისში ერთი ფერის და ერთი ვიზუალის ტაქსები ივლის

8-07-2018

მიმდინარე წლის ნოემბრიდან თბილისში არარეგისტრირებული ტაქსები ვეღარ ივლიან. ტაქსების რეგისტრაციის პროცესი 15 აგვისტოდან დაიწყება და ნოემბრამდე გასტანს. 1 ნოემბრიდან რეგისტრაციის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურება უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება და გამოიწვევს პირის 200 ლარით დაჯარიმებას.


როგორც bm.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განუცხადა, მომავალ კვირაში ისინი ტაქსების რეგულირებასთან დაკავშირებით გეგმავენ შეხვედრებს როგორც ტაქსის კომპანიებთან, ისე ბიზნესომბუდსმენთან, პროფკავშირებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, რათა საბოლოოდ მოხდეს პოზიციების შეჯერება.


“კანონი უკვე ძალაშია შესული და 1-ლი ნოემბრიდან უკანონოდ ჩაითვლება ნებართვის გარეშე ამ მომსახურების გაწევა. რეგისტრაცია უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება 15 აგვისტოდან შევიდეს ძალაში, თუმცა ორნახევარი, სამი თვე მაინც ექნებათ ადამიანებს, რომ ნებართვა აიღონ. ჩვენ გამგეობებში ვუზრუნველყოფთ ადამიანების გამოყოფას, რომ ადგილზე, ვისაც ელექტრონულად, სახლიდან არ შეუძლია ნებართვის აღება, ადგილზე მივიდეს და კონსულტაცია მიიღოს. რეგისტრაციის საფასური არის დაბალი და ხელმისაწვდომი. ელექტრომანქანებზე საერთოდ უფასო იქნება, 50 ლარი იქნება ჰიბრიდულ ავტომობილებზე, 100 ლარი დანარჩენის შემთხვევაში”-აცხადებს მაია ბითაძე.


მისი თქმით, საკრებულოს აქტში გაწერილი იქნება ასევე მეორე ეტაპზე რა სანებართვო ვალდებულებების დაკმაყოფილება მოუწევთ ტაქსის კომპანიებს. მათ შორის საუბარია, რომ დედაქალაქში მხოლოდ ერთი ფერის და ვიზუალის ტაქსები გამოჩნდნენ.


“პირველ ეტაპზე ისინი მხოლოდ ნებართვას აიღებენ. მათი სანებართვო ვალდებულება იქნება მხოლოდ ის, რომ ტაქსის ნიშანი განათავსონ მანქანის სახურავზე და თან იქონიონ ნებართვა, რომელიც გამოკრული უნდა ჰქონდეთ მანქანაში. საკრებულოს აქტში გაწერილი იქნება მეორე ეტაპისთვის ანუ 2019 წლის ბოლოდან რა სანებართვო ვალდებულებები შემოდის . ეს წინსწრებით ცნობილია. საუბარია ერთიან ფერზე, ერთიან ვიზუალზე, საუბარია მათ შორის მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე. შეიძლება სხვა დამატებითი გარემოებები გამოვლიდნეს და ამის გასაჯაროვების ვალდებულება გვაქვს წლის ბოლომდე, რათა ადამიანები ამისთვის მოემზადონ”-განმარტავს მერის მოადგილე.




www.bm.ge

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031