გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: წარმოვიდგინოთ, რა ქვეყანა და ერი ვიქნებოდით, ჩვენივე ხალხშივე ამომძვრალი შაჰის თუ სულთანის ხალათს, რუსულ ჩექმას თუ ვითომ პროდასავლურობასა თუ პრომერიკელობას დახარბებული აგენტები, რომ არ გვყოლოდა?!

2-09-2022

წარმოვიდგინოთ, რა ქვეყანა და ერი ვიქნებოდით, საუკუნებიის განმავლობაში დღემდე, მიწაზე გართხმული მოსისინე, ჩვენივე ხალხშივე ამომძვრალი შაჰის თუ სულთანის ხალათს, რუსულ ჩექმას თუ ვითომ პროდასავლურობასა თუ პრომერიკელობას დახარბებული აგენტები, რომ არ გვყოლოდა?! დღესაც კეკლუცობენ, ერთ ადგილს ათამაშებენ, ზოგისთვის ისევ რუსეთდან ამოდის მზე, ზოგიც გათახსირებულ უკრაინელ პოლიტიკოსებზე აფანტებენ, ზოგიც "პროდასავლურობის" ხარჯზე ყველაფერზე წამსვლელები არიან - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

 

„საქართველოს ისტორია ბევრ ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილს გვთავაზობს, რომლებიც სავსეა საამაყო, ღირსეული საქმეებით, თუმცა უღირსობის, ამორალურობისა თუ ღალატის ფაქტებსაც ვერ გავექცევით. აბა, წამით წარმოვიდგინოთ, რა ქვეყანა და ერი ვიქნებოდით, საუკუნეების განმავლობაში დღემდე, მიწაზე გართხმული მოსისინე, ჩვენივე ხალხშივე ამომძვრალი შაჰის თუ სულთანის ხალათს, რუსულ ჩექმას თუ ვითომ პროდასავლურობასა თუ პროამერიკელობას დახარბებული აგენტები, რომ არ გვყოლოდა?! დღესაც კეკლუცობენ, ერთ ადგილს ათამაშებენ, ზოგისთვის ისევ რუსეთიდან ამოდის მზე, ზოგიც გათახსირებულ უკრაინელ პოლიტიკოსებზე აფანტებენ, ზოგიც "პროდასავლურობის" ხარჯზე ყველაფერზე წამსვლელები არიან. თუმცა როგორც წესი, ქართველ ხალხს და მის ნებას ვერ ერევიან, აი იმ ხალხს, რომლისთვისაც აგენტობა კი არ არის საამაყო არამედ დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, შოთა რუსთაველი, ილია ,აკაკი, ვაჟა, გალაქტიონი, კათალიკოსი ამბროსი ხელია და სხვა მრავალი წმინდანი თუ გამორჩეული ერისკაცი!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930