გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ლილუაშვილი სენაკის შუალედურ არჩევნებზე: ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არ გვსურს

2-09-2022

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან სენაკის შუალედურ არჩევნებზე საუბრობს და განმარტავს თუ რატომ არ სურს გიორგი გახარიას პარტიას არჩევნებში მონაწილეობის მიღება.


"სენაკის ნაწილზე ჩვენ გვქონდა ჩვენი კონკრეტული პოზიცია, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ როგორც გაკეთდა სენაკში არჩევნები, ეგ არის კანონდარღვევა. ფაქტობრივად, ეს არჩევნების მოპარვას ნიშნავს. შესაბამისად, ამ პროცესში, ჩვენ მონაწილეობის მიღება არ გვსურს. ეს არის მარტივად, რომ შევაფასოთ“, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.


ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრისთვის სენაკში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. მოსახლეობა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.


როგორც ცნობილია პარტია „საქართველოსთვის“ , „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები კანდიდატს არ წარადგენენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031