გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შიდა აუდიტის ტრენინგების მორიგი ეტაპი დაიწყო

5-09-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო. ტრენინგების სერიის მე-8 ეტაპი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორმა ალექსანდრე ვინიკოვმა ოფიციალურად გახსნეს. 


სწავლებაში 22 სხვადასხვა საჯარო უწყების 30 შიდა აუდიტორი მონაწილეობს. მათ ოთხდღიანი კურსის ფარგლებში ბრიტანელი ექსპერტი ჯონ ჩეშიერი „პერსონალის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის აუდიტის“, ასევე „საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის“ საკითხებს გააცნობს. კურსი საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბებასა და აუდიტის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 


ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინიციატივით, ნატო-საქართველოს კეთილსინდისიერების ამაღლების (BI) პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინაციით ტარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930