გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ მიზნები და ინტერესები ძალიან გამჭვირვალეა - არ უნდათ საქმე ჰქონდეთ ისეთ ხელისუფლებასთან, რომელიც სამშობლოს ინტერესებს მათი ქვეყნების ინტერესებზე მაღლა დააყენებს

6-09-2022

„დიდება უკრაინას!“ - ასე ჰქვია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე კონფერენციას. მასში მონაწილე „საქართველოს მეგობრების“ სტატუსით ჩამოსული უკრაინ-მადიდებელი სტუმრების გამოსვლებს რატომღაც უფრო მეტად შეეფერება ლოზუნგი - „ძირს საქართველოს ხელისუფლება!“- ასე ეხმიანება ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე თბილისში მიმდინარე კონფერენციას.

 

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, „მეგობრებმა“ გადაწყვიტეს, რომ უფრო კარგად იციან, რა არის ქართველებისთვის უკეთესი და რა - უარესი.

 

,,ჩვენი "დაუძინებელი მეგობრები"! „დიდება უკრაინას!“ - ასე ჰქვია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე კონფერენციას. მასში მონაწილე „საქართველოს მეგობრების“ სტატუსით ჩამოსული უკრაინ-მადიდებელი სტუმრების გამოსვლებს რატომღაც უფრო მეტად შეეფერება ლოზუნგი - „ძირს საქართველოს ხელისუფლება!“. ადგილობრივი ნაცების მსგავსად, მათაც სურთ რეალობა გამრუდებულად დაანახონ დანარჩენ მსოფლიოს. ისე წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ანტიდასავლურ და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. და როგორც ქართველი ხალხის "დაუძინებელ მეგობრებს“, უმთავრეს ამოცანად მიაჩნიათ დაეხმარონ „მეგობარ ხალხს“ ამ „ოლიგარქიული“, „ანტიდასავლური“ და „პრორუსული“ ხელისუფლების თავიდან მოშორებაში. რეალობა კი შემდეგშია: მათ არ აინტერესებთ, ის რომ საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის არჩეულია. მათ მიერ მხარდაჭერილი ყოფილი სადისტური რეჟიმის წარმომადგენლები 10 წელია ყველა არჩევნებში დამაჯერებლად მარცხდებიან.

 

მიუხედავად ამისა, "ავტორიტეტული ექსპერტები და დიპლომატები" ჯიუტად, ცდილობენ თავს მოგვახვიონ ვადამდელი არჩევნები. ასეთი არჩევნების ჩატარების შემთხვევაშიც გარდაუვალია მათი ფავორიტი ანტიდემოკრატი ნაცების მორიგ ჯერზე დამარცხება. რა იქნება შემდეგ: ისევ ატეხენ კრიახს არჩევნების „მასობრივი გაყალბებისა“ და ამის შედეგად მათთვის „წართმეული გამარჯვების" შესახებ.

 

რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, ეს კრიახი იქნება ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე. მოკლედ, ჩვენმა „მეგობრებმა“ გადაწყვიტეს, რომ ჩვენზე კარგად იციან, რა არის ქართველებისთვის უკეთესი და რა - უარესი. ასე გვჩრიან მეორე წრეზე სადისტ ხელისუფლებას, ასე გვირჩევენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას (მართალია, დღეს ამტკიცებენ, ეს არასოდეს გვითქვამსო, მაგრამ ყველას ყველაფერი ახსოვს), ასე გვიმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მტერია და როგორმე ისეთი კანონი უნდა მიიღოთ, რომ პირადად მას ეხებოდეს და არა დეოლიგარქიზაციასო. თურმე უკრაინის მსგავსი კანონი ჩვენთვის არ ვარგა, რადგან ეგ ბიძინას ვერ შეეხებაო. ჩვენო "ძვირფასო" და „დაუძინებელო მეგობრებო“, რატომ გგონიათ ქართველი ხალხი მხოლოდ თქვენი ინტერესებისათვის მოსახმარებელი მასალა, როდესაც არც ისტორია, არც კულტურა, არც მეცნიერების, თუნდაც სპორტის სფეროში არც ერთ ჩვენს „მეგობარ“ ერზე ნაკლები წარმატება არ გაგვაჩნია. სხვათა შორის, არც ეროვნული ღირსება გვაქვს თქვენზე ნაკლები. ჩვენი „ დაუძინებელო მეგობრების“ მიზნები და ინტერესები ძალიან გამჭვირვალეა, მათ არ უნდათ საქმე ჰქონდეთ საქართველოს ისეთ ხელისუფლებასთან, რომელიც სამშობლოს ინტერესებს მათი ქვეყნების ინტერესებზე მაღლა დააყენებს. მარტივი მაგალითია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან სრულად შეერთების, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების, ომში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნის ან რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლის მაქსიმალური შეზღუდვის საკითხი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხების დადებითად გადაწყვეტა მცირედით გააძლიერებდა ანტირუსულ ფრონტს, მაგრამ სერიოზულად დააზიანებდა საქართველოს ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ თქვა ხელისუფლებამ უარი ამ გზაზე, რის გამოც დასავლეთმა ჩათვალა, რომ საქართველოს პოზიციამ შეასუსტა ანტირუსული კოალიცია. მიზეზებს ეძებენ არა საქართველოს ინტერესების გატარებაში, არამედ ერთი პიროვნების „პუტინისტობასა“ და „ოლიგარქობაში“. ჩვენს „მეგობრებს“ ურჩევნიათ საქართველოს ინტერესების გამყიდველი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეული მონების (სააკაშვილ-ნაციონალების) ხელისუფლება. ჩვენს „ დაუძინებელ მეგობრებს“ არ აღელვებთ და არც აინტერესებთ, რომ მათი ყურმოჭრილი მონების ხელისუფლებამ ქართული დემოკრატიაც დაასამარა და ქართული მიწებიც გაანიავა, ხოლო ნაცების მიერ გამოგონილი, დღევანდელი „ოლიგარქიული და პრორუსული“ ხელისუფლების ხელში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ქვეყნის ინტერესების დაცვით ქვეყანა მნიშვნელოვნად წავიდა წინ.

 

მოკლედ, ყველაფერი (მათ შორის მეგობრობაც) იზომება საქმეებით და არა სიტყვებით, შედეგებით და არა დაპირებებით, კრიტიკულ სიტუაციებში პოლიტიკოსების ქცევებით (მაგალითად, ომის დროს ან პატიმრობისას და არა ტელევიზიებში სადღეგრძელოებად წარმოთქმული ლამაზი სიტყვებით,” - წერს კაკაბაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930