6-09-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022წლის 01 აგვისტოდან 31აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 164 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 114 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 43 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა21 სამართალდარღვევა, აჭარაში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 12, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 5, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 5, რაჭა-ლეჩხუმიქვემო სვანეთში - 4, გურიაში - 2, მცხეთა-მთიანეთშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი. ასევე, ამოღებულია6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მათგან, 3 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი იმერეთში, თითო-თითო კი - შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
16-11-2024
16-11-2024