8-09-2022
,,დღეს გამოქვეყნებულ წერილში თითქოს ახალი არაფერი თქმულა, ისიც არახალია, ყველა დიდ სახელმწიფოს თავისი აგენტურული ქსელი რომ აქვს პატარა ქვეყნებში, მაგრამ თუ სტრატეგიული პარტნიორი გქვია, რატომ უნდა იყენებდე შენს აგენტურას ქვეყანაში პოლარიზაციისთვის, ხელისუფლების შეცვლის და მეორე ფრონტის გახსნისთვის,’’- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალას’’ მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
როგორც ფოჩხუა წერს, დიდი საფრთხეების ქვეშ ვართ, მაგრამ სიმართლით, ჩვენი საზოგადოების აქტიური მოქმედებით და დღევანდელი ხელისუფლების მყარად დგომით, აუცილებლად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა.
,,დღეს გამოქვეყნებულ წერილში თითქოს ახალი არაფერი თქმულა, ისიც არახალია, ყველა დიდ სახელმწიფოს თავისი აგენტურული ქსელი რომ აქვს პატარა ქვეყნებში, მაგრამ თუ სტრატეგიული პარტნიორი გქვია, რატომ უნდა იყენებდე შენს აგენტურას ქვეყანაში პოლარიზაციისთვის, ხელისუფლების შეცვლის და მეორე ფრონტის გახსნისთვის. 90-იანი წლებიდან, შევარდნაძის ნების საწინააღმდეგოდ, ყველა უწყებაში ამერიკელებმა თავისი ხალხი შეიყვანეს, ეს ის ხალხია, რომელიც ადრე რუსული სპეცსამსახურებს ქოლგის ქვეშ მოქმედებდნენ და რომელნიც უცბად გადმოპორტირდნენ ამერიკული სპეცსამსახურების საფარქვეშ. მაინტერესებს, რა გარანტია აქვთ ამერიკელებს, რომ ეს მოხტუნავე ხალხი, ვინც მეტად დააინტერესებს, იქით არ გადახტება. ამერიკელების აგენტურულ ქსელს გავიგებ, მაგრამ ქართველების აგენტობას, გინდ მტრული ქვეყნის და გინდ მეგობარი ქვეყნისა, ვერასდროს. აგენტი აგენტია! ამ წერილში კი ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ძველ აგენტების სიას კიდევ დაემატებიან ადამიანები, ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ. დიდი საფრთხეების ქვეშ ვართ, მაგრამ სიმართლით, ჩვენი საზოგადოების აქტიური მოქმედებით და დღევანდელი ხელისუფლების მყარად დგომით, აუცილებლად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა,’’- წერს ფოჩხუა.
16-11-2024
16-11-2024