9-07-2018
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დარჩება თუ არა მინისტრის პოსტზე მისი გადასაწყვეტი არაა.
ამის შესახებ წულუკიანმა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დარჩება თუ არა პოზიციაზე მინიტრი, ამას არც ერთ ქვეყანაში თავად მინისტრი არ წყვეტს. ის იღებს მხოლოდ ბოლოს გადაწყვეტილებას, დარჩეს თუ არა პოზიციაზე. ეს ჯერ ადრეა, რადგან კანონები უნდა გამოქვეყნდეს, რომელმაც მცირე მთავრობის კონცეფცია უნდა შემოიტანოს. ამის შემდეგ კანონით დადგენილი წესით პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს შემადგენლობას და ამის შემდეგ შეგეძლებათ დამისვათ ის კითხვა, რაც დღეს დამისვით“- განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის მიხედვით იუსტიციის სამინისტრო სასჯელაღსრულების უწყებასთან ერთიანდება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი მინისტრი შეინარჩუნებს პოსტს - წულუკიანი თუ კახიშვილი.
18-12-2024