9-09-2022
რა შუაშია რუსი, უკრაინელი, ინდოელი თუ ამერიკელი ყველა ჩართულია ამ ფეიკ-ისტორიაში, მედია, ადვოკატი, ადამიანის უფლებადამცველი, ახლა უკვე ნაფიცი მსაჯულიც. მიზანმიმართულად მიდის უკანონობის, სიძულვილის და დაუსჯელობის დაკანონება, ამას კი ის ადამიანები უწყობენ ხელს ვინც ჩართულია ქვეყნის არევაში. აი ამ ფეიკ-ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, წარმოიდგინეთ რა სახლმწიფოს ააშენებენ ესენი - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
„აი რა შეუძლია პროპაგანდას. საქართველო, რომელიც ოდიდგანვე გამოირჩეოდა სტუმარ-მასპინძლობით, ხედავთ სადამდე მიიყვანეს ეს ქვეყნა? რა შუაშია რუსი, უკრაინელი, ინდოელი თუ ამერიკელი, ეს, არ მომერიდება თქმა, ფაშიზმია! ყველა ჩართულია ამ ფეიკ-ისტორიაში, მედია, ადვოკატი, ადამიანის უფლებადამცველი, ახლა უკვე ნაფიცი მსაჯულიც. მიზანმიმართულად მიდის უკანონობის, სიძულვილის და დაუსჯელობის დაკანონება, ამას კი ის ადამიანები უწყობენ ხელს ვინც ჩართულია ქვეყნის არევაში. აი ამ ფეიკ-ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, წარმოიდგინეთ რა სახლმწიფოს ააშენებენ ესენი. მე არ მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც უკანონობა და სიძულვილი იქნება გამეფებული. აღშფოთებული ვარ ამ ისტორიით, ტაქსის მძღოლი, რომელიც ჩვეულებრივი გამომძალველია, გაამართლეს, ხვალ იგივეს იზამს, ამაში დარწმუნებული ვარ, იქნებ იგივე გაუკეთოს დღევანდელ მის დამცველებს, მაშინ რაღას იტყვიან? ალბათ მიტინგებსაც მოაწყობენ მის დასასჯელად, ან რა გარანტია აქვთ, რომ სხვა ნაძირალა ადამიანები იგივეს არ გააკეთებენ, დაუსჯელობის გარანტიის გამო? წავიკითხე პროკურატურის განმარტება, ეს საქმე აუცილებლად დაიშლება და ეს ნაძირალა ტაქსის მძღოლი აუცილებლად მოხვდება დამსახურებულად ციხეში.“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024