გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალუდა ღუდუშაური: “ტვ პირველის” საქციელი არის ამორალური, სრული დეზინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

13-09-2022

“ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა! ვადასტურებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ დაწესებულებაში ნამდვილად მოხდა შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენი საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური წერს.

 

მისი თქმით, “ტვ პირველის” საქციელი არის ამორალური, სრული დეზინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

„საზოგადოება მიეჩვია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული ტელევიზიები საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროა. ეს მედიასაშუალებები ახერხებენ, რომ ყოველ ჯერზე უფრო გაუგონარი ტყუილი გაავრცელონ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა! ვადასტურებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ დაწესებულებაში ნამდვილად მოხდა შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენი საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. “ტვ პირველის” საქციელი არის ამორალური, სრული დეზინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ - წერს ალუდა ღუდუშაური Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031