გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერიაში "მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის" სახელმწიფო პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა

14-09-2022

მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში "მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის" პროექტის კოორდინატორს ქეთევან ციბაძეს უმასპინძლა.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პროექტს ახორციელებს საქართველოს 4 რეგიონში - იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
პროგრამის მიზანია დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.
პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობა - ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში - ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სოფლის განვითარების სააგენტოს ონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის - მთავარი სპეციალისტი - ტარიელ ლობჯანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031