გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin

14-09-2022

მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ გამოფენაზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია მოხდება.


„ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს და მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოდგენას, წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930