16-09-2022
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან წითელაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზემხარეებმა, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით განხორციელებული ორი მნიშვნელოვანი პროექტი განიხილეს, კერძოდ: მეთოდური მითითებასავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ და სპეციალისტის მოწვევის გარეშე, ადვილად მსხვრევადი საქონლის (მინა, კერამიკული მასალები და სხვა მსგავსი ადვილად მსხვრევადი სამშენებლო-სარემონტო საქონელი) ჩამოწერის ლიმიტის ცვლილების და პირთა წრის გაფართოების შესახებ.
აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, არასასურსათო საქონელზე დანაკარგის ნორმა - 0,5%-ით განისაზღვრება და ის წინა კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული, მათ შორის დანაკლისად დაბეგრილი არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამიდან გაიანგარიშება. რაც შეეხება, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერის ლიმიტის ზრდისა და მოსარგებლე პირთა წრის გაფართოების შესახებ ცვლილებას, ფორმირდება შემდეგი შინაარსით:
შეხვედრა, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომან ბუღაძე, ასევე BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერი შოთა კომლაძე, რითეილთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძე და წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024