16-09-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ წნისისა და კლდის გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების პროცესი.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მათ შპს „ინტერგაზის“ დირექტორმა ვასილ აბულაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების შესახებ.
სოფელ წნისში კაველიძეების და დევაძეების, ხოლო სოფელ კლდეში კურტანიძეების და მანჩხაშვილების ოჯახებში ბუნებრივი გაზის ქურები პირველად აინთო. ოჯახის წევრებთან ერთად, გაზის ანთებაში სიმბოლურად მონაწილეობა მიიღეს ანტონ ობოლაშვილმა და ირაკლი ლაზარაშვილმა.
შპს „ინტერგაზის“ ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია სოფლებში - ანდრიაწმინდაში, ანდაში, წყორძაში, ხეოთში, ურაველში, მუსხში, ივლიტაში და წნისში და მიმდინარეობს მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი, ხოლო გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ კლდეში და წყრუთში. მუნიციპალიტეტის 10 სოფელში, დამატებით 1700 ოჯახს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ბუნებრივი აირით, საიდანაც 400 ოჯახი უკვე ჩართული აქსელში.
გარდა ამისა, სოფლების აგარისა და აწყურის გაზიფიცირების სამუშაოების უზრუნველსაყოფად გამოცხადებულია ტენდერი და ამ ეტაპზე შესაბამისი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.