18-09-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისმოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის ახალი პროექტის „ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოში“ ჯგუფის ხელმძღვანელს დაგ ჰიკმანს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საჭიროებაზე გაამახვილა.
საუბარი შეეხო ქვეყანაშიინერტული, სამშენებლო, ნგრევის ნარჩენების შეგროვების და რეცირკულირების თანამედროვე მიდგომების დანერგვისა დანარჩენების ინტეგრირებული მონაცემთა ბაზების შექმნის მნიშვნელობის საკითხებს.
პროექტი, რომლის მიზანსაც ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციის დანერგვა და მხარდაჭერა წარმოადგენსორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთადხელს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის იმპლემენტაციას შეუწყობს.
16-11-2024
16-11-2024