გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ფაქტჩეკის“ მთავარი რედაქტორი: აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ გვაქვს

19-09-2022

აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ გვაქვს, ამის შესახებ „იმედის კვირას“ „ფაქტჩეკის“ მთავარმა რედაქტორმა მალხაზ რეხვიაშვილმა განუცხადა. „იმედის კვირის“ სიუჟეტში მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ „ფაქტჩეკი“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტია.


მისივე თქმით, რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელთა შორის არიან სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია.


„ფაქტჩეკი“ არის საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტი. ფაქტჩეკი, თვითონ როგორც პროექტი დააფუძნა პაატა გაფრინდაშვილმა, რაც შეეხება საქართველოს რეფორმების ასოციაციას, ის ბევრმა ადამიანმა დააფუძნა. დამფუძნებელთა რიგებში ბევრი სხვადასხვა ადამიანი შედის, მათ შორის შედიან სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია. აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ ვდებთ ფაქტებზე გადამოწმებულ ინფორმაციას. ვთანამშრომლობთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან - „ნედი“, „იდი“, ამერიკის საელჩო საქართველოში, ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, უამრავი სანდო პარტნიორი გვყავს, ოაიპი მათ შორის დეზინფორმაციის ნაწილში და ა.შ.“ - აცხადებს რეხვიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30