გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ზუგდიდის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი ,,შეჭრა" წარმოადგინა

19-09-2022

მიმდინარე წლის 17-18 სექტემებრს ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი ,,შეჭრა" წარმოადგინა.

 

სპექტაკლი ომის მძიმე შედეგებს ასახავდა, დევნილი ქალის ტრაგიკული ისტორია მაყურებელს მის ცხოვრებაზე ესაუბრება, მტკივნეულ გზაზე - სოხუმიდან ბათუმამდე (მსახიობი მარინე ბურდული).

 

რაც შეეხება ფილმს, წარმოდგენილი გახლდათ - ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში".

 

ფილმის ჩვენებას მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი დუტა სხირტლაძე, რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი და ჟურნალისტი, მწერალი ბესო ჩუბინიძე ესწრებოდნენ.

 

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია და ბესო ჩუბინიძის წიგნის ,,ღიმილის ბიჭების" პრეზენტაცია.

 

შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ოკუპაციის კუთხე დაათვალიერეს.

 

ღონისძიებას ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728