19-09-2022
,,ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, გამოქვეყნებულ წერილებს, გარკვეულწილად მხილების კამპანიის ნაწილშიც აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, მათ საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვთ და უახლოეს მომავალში იგეგმება ,,ხალხის ძალის” გაფართოება, როგორც ინტელექტუალური, ასევე ადამიანური რესურსით.
,,ძალიან ბევრი ადამიანი გვიცხადებს თანადგომას და უახლოეს დღეებში, შეიძლება, დაიწყოს ეს პროცესი. მოხდება „ხალხის ძალის“ გაფართოება, ადამიანური რესურსით, ინტელექტუალური რესურსით და ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, პოლიტოლოგები, ექსპერტები თუ სხვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.