22-09-2022
დღეს, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" ამერიკული IT კომპანია Lineate-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომლის ოფისები 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი, აქედან ერთ-ერთი საქართველოა. Lineate საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე 60-მდე ადამიანს ასაქმებს.
კომპანიის მიზანია შექმნას ტექ-ეკოსისტემა, გაზარდოს ადგილობრივი ტალანტი ქართულ უნივერსიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის საშუალებით და წვლილი შეიტანოს საქართველოს, როგორც რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბებაში.
საქართველოში კომპანიის საინვესტიციო საქმიანობისა და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; განხილულ იქნა საქართველოს ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივები.
16-11-2024
16-11-2024