25-09-2022
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღე აღინიშნა.
ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტთან და საფლავთან, რომელიც 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის დაცვისათვის აფხაზეთში გმირულად დაიღუპა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამებრძოლები, ყოფილი გვარდიელები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
პოლკოვნიკის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ტარიელ შარიფაშვილის მეუღლე, ქალიშვილი, შვილიშვილი და ახლობლები.
16-11-2024
16-11-2024