გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: ერთადერთი იმედი, რისიც შეიძლება ჰქონდეთ ვადამდელი არჩევნების მომთხოვნ ოპოზიციას, არის ის, რომ დასავლეთის ქვეყნების გავლენიანი ფსევდოლიბერალური ძალები, სწორედ ოპოზიციას მიიჩნევენ მათი ინტერესების გამტარებლად

26-09-2022

,,ისეთ რა სიახლეს სთავაზობენ ნაცები და მისი სატელიტი ფსევდო პარტიები ამომრჩევლებს, რომ მათ დამატებითი ხმები მიიღონ? მით უმეტეს, როდესაც საკუთარი NDI-ს კვლევებით ნაცებს 8%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვთ,’’ - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძე.

 

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ნაცებმა, ნაცსატელიტებმა და მათი კლანის დასავლელმა მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, ეს ის 75%-ია, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებას სწორედ იმიტომ შემოწყრნენ, რომ მათ არ დასაჯეს სისტემური დანაშაულების ჩამდენი ნაციონალები ადეკვატური სასჯელებითა და მასშტაბებით, რასაც სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებდა.

 

,,ნაცები და ვადამდელი არჩევნები ეს ჩვენი წყალწაღებული კრიმინალური ოპოზიცია ხან აქეთ ეცემა, ხან იქით, ყოველდღე ეძებს და „პოულობს“ მიზეზებს „რუსი ოლიგარქის“ და „პუტინისტური რუსული ოცნების“ ბნელი და ბოროტი ქმედების სამხილებლად. ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის უბოროტესი მტრის, „რუსული ხელისუფლების“ დადანაშაულება ეხება ყველა სფეროს დაწყებული ცუდი ამინდით, დამთავრებული ბანკის ძარცვის მცდელობით.

 

ფუჭი წვალების შედეგი უცვლელია,- ოპოზიცია კვლავაც სტაბილურად ინარჩუნებს ხალხის უნდობლობას. ხედავს რა საკუთარ წარუმატებლობას, ოპოზიციის ლიდერები ისევ საწყის წერტილს უბრუნდებიან და კვლავ ააქტიურებენ ყავლგასული ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას. ნაცების ფორმალური ლიდერის ნიკა მელიას მიერ ნაფტალინიდან ამოღებული მოთხოვნის გაჟღერებას კრეფსითი ნაცმოძრაობის აჟრიამულება და მხარდაჭერა მოჰყვა, ამიტომ ჩვენც მოკლედ მივუბრუნდებით ამ პრობლემას და შევეცდებით დაგანახვოთ მისი უაზრობა და უპერსპექტივობა. ვთქვათ რომც იყოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, ის 2023 წლის გაზაფხულზე ადრე ვერ გაიმართება. თეორიულად დაშვებული არჩევნების შედეგის მიუხედავად, ამ არჩევნებით შემდგარი პარლამენტი მხოლოდ 1 წელი და რამდენიმე თვე იფუნქციონირებს, რადგან კონსტიტუციით დადგენილი მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.

 

არაფერს ვამბობთ ბიუჯეტიდა ჰაერში გასროლილ იმ თანხაზე, რომელიც 2 წელიწადში 2 საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე უნდა გაიხარჯოს (ეს ოპოზიციას სულ არ ანაღვლებს). მთავარი აქ არის შემდეგი: ისეთ რა სიახლეს სთავაზობენ ნაცები და მისი სატელიტი ფსევდო პარტიები ამომრჩევლებს, რომ მათ დამატებითი ხმები მიიღონ? მით უმეტეს, როდესაც საკუთარი NDI-ს კვლევებით ნაცებს 8%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვთ.

 

როგორც ჩანს, გათვლაა იმაზე, რომ ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობა იქნეს შეინარჩუნებული (დაძაბულობა ნებისმიერ არჩევნებს ახლავს), რათა ტივტივასავით იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე და შეეცადონ მიიმატონ ამომრჩეველთა ხმების ის 75%, რომელიც NDI-ს ამავე კვლევის თანახმად, არის ქართული ოცნების წინააღმდეგი. თუმცა, ამაზე გათვლა შეცდომაა, ან სიბრიყვე, ვინაიდან ცოტა თუ მოიძებნება „ქართულ ოცნებაზე“ გულაცრუებული ამომრჩეველი, რომელიც დაივიწყებს ნაცების არაადამიანური, სადისტური მმართველობის ფორმებსა და მეთოდებს, სისხლიან 9 წელს და მოინდომებს ხელისუფლებაში მათ დაბრუნებას.

 

ნაცები ხომ დღემდე არაფერს ნანობენ და არც არაფრის შეცვლას აპირებენ. ან რა უნდა შეცვალონ, როცა ერთს ამბობენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. მაგალითად, გაჰკივიან დეოლიგარქიზაციაო და როცა საქმე საქმეზე მიდგა, ამ კანონის შემუშავებაზე უარი თქვეს, რადგან დაინახეს, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილს ვერაფრით მოარგეს. სამაგიეროდ ის ზუსტად ესადაგება მათი კლანის ოლიგარქებს, ქართული ჯარის გაძარცვით გამილიარდელებულ კეზერაშვილებს, ხალხის ძარცვით გამილიონერებულ ხაზარაძეებსა და სხვებს. ამიტომ ოპოზიციამ ხაზი გადაუსვა ევროპარლამენტის 12 რეკომენდაციიდან ერთს, დეოლიგარქიზაციას და უარი თქვა მის აღსრულებაზე. ერთადერთი იმედი, რისიც შეიძლება ჰქონდეთ ვადამდელი არჩევნების მომთხოვნ ოპოზიციას, არის ის, რომ დასავლეთის ქვეყნების გავლენიანი ფსევდოლიბერალური ძალები სწორედ ოპოზიციას მიიჩნევენ მათი ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ძალად. ოპოზიცია არ ითვალისწინებს, რომ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული დასავლეთის რესურსები არ არის განუსაზღვრელი. ჭიჭე ვაშაძე რამდენიმე დღის წინ მოთქვამდა, საქართველოში ჩამოსულმა ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა გვითხრა, ჩვენ ყველანაირად გეხმარებით, მაგრამ თქვენს მაგივრად ხელისუფლებას ჩვენ ვერ შევცვლითო. ისე, ხელისუფლების ადგილას, მართლა დავნიშნავდი ვადამდელ არჩევნებს, რის შედეგადაც ყველა დაინახავდა ოპოზიციის მხარდამჭერთა რეალურ რაოდენობას. მათი მფარველი "ანგელოზი", დასავლელი ფსევდოლიბერალებიც მიხვდებოდნენ, რომ ამ ოპიზიციას პულსი აღარ ესინჯება და თუ ხელისუფლების დამარცხება სურთ, უნდა აცნობიერებდნენ, რომ ხალხს ისეთი ახალი ძალა და სახეები ესაჭიროება, რომლებიც ნაცების მსგავსად, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში გასვრილები არ იქნებიან.

 

ბოლოს, ამომრჩეველთა ისევ იმ 75%-ს დავუბრუნდეთ, რომელიც NDI-ს ზემოხსენებული კვლევის მიხედვით, აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერს. ნაცებმა, ნაცსატელიტებმა და მათი კლანის დასავლელმა მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, ეს ის 75%-ია, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებას სწორედ იმიტომ შემოსწყრნენ, რომ მათ არ დასაჯეს სისტემური დანაშაულების ჩამდენი ნაციონალები ადეკვატური სასჯელებითა და მასშტაბებით, რასაც სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებდა. ეს ის დანაშაულებია, რომლებიც მათ ჩაიდინეს უსამართლოდ მსჯავრდებული, ნაწამები და დახოცილი პატიმრების, ქუჩებში დახვრეტილი ბიჭების (ამას ჩადიოდნენ საზოგადოების დაშინების მიზნით), განკულაკებული მოქალაქეების, სამსახურებიდან გამოყრილი შეურაცხყოფილი ადამიანების, ნაციონალების რეჟიმის პასუხისმგებლობით დაკარგული ტერიტორიებიდან გამოძევებული დევნილების და მრავალი ჩვენი თანამემამულის მიმართ. მართალია, პრიმიტივ ნაცებს და მათ სატელიტებს შეიძლება ჰქონდეთ ამ 75%-ის იმედი, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს 75%, ელოდება ძალას, რომელიც ნაცების მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებს სამართლიანად შეაფასებს და გამოუტანს ისეთ კანონიერ განაჩენებს, რომელიც თავისუფალი იქნება დასავლური პროტექციონალიზმისა თუ დიქტატისგან. ნებისმიერი არჩევნები (ვადამდელი თუ კონსტიტუციით განსაზღვრული),კიდევ უფრო მკაფიოდ გამოავლენს ამ ოპოზიციის რეიტინგულ ვარდნას, ხელს შეუწყობს, დააჩქარებს ნაცების პოლიტიკიდან საბოლოო ჩამოშორებას და ხელისუფლებაში ისეთი ძალის მოსვლას, რომელიც ქართველ ხალხს აღუსრულებს 2012 წლის არჩევნებზე ქართული ოცნების დანაპირებს, სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავე რეჟიმის გასამართლებას. სწორედ ასეთი ძალაა, რომელსაც ამომრჩეველთა 75% ( და მეტი) აგერ უკვე 10 წელია ელოდება. მომავალი არჩევნები გარდაუვლად მოიყვანს ნაცებისა და მათი სატელიტების პოლიტიკური გარდაცვალების ეპოქას!’’ - წერს კაკაბაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930