27-09-2022
,,თქვენ, ჩამოყალიბდით, ეგ როდის მოხდა - 2018 წელს, თუ 2021 წელს. გაერკვიეთ ჯერ, ყველაფერ ამაში და შემდეგ, უკვე მიაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას და ნუ შემოიფარგლებით სიცრუით და ტყუილით’’ - ასე მიმართა თბილისის მერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია ,,პირველის’’ ჟურნალისტს, რომელმაც "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასული უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ მომზადებული სიუჟეტის კომენტირება სთხოვა.
სიუჟეტის ავტორის თქმით, ფაქტები სოსო გოგაშვილმა "შაბათის ეთერს" თავად მიაწოდა. გოგაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ,,მოსამართლე ნინო გვენეტაძის გადაყენებასთან დაკავშირებით მეორე თათბირი, ისევ მოდულის შენობაში ჩატარდა. ივანიშვილი მოდულს, შეკვეთილიდან ჩაერთო, ხოლო შოთაძე თურქეთიდან, ეს ხდებოდა 2021 წლის ივლისში.’’ თუმცა, დადასტურებული ფაქტებით ირკვევა, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე და თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. სიუჟეტის ავტორის თქმით, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუ მოსამართლის გადადგომის შესახებ დაგეგმილი თათბირი 2021 წელს შედგა, ამ დროისათვის გვენეტაძეს თანამდებობა სამი წლის წინ ქონდა დატოვებული.
16-11-2024
16-11-2024