გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით უმკაცრესი რეაგირება გვექნება

28-09-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას.

 

"ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია " პოსტვ"- ის გადაცემაში "პოლიტიკური ინტერვიუში" საუბრისას. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არცერთი ქვეყნის ლიდერს ურჩევს გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას: "არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების", - განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის .. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930