29-09-2022
ტელეკომპანია “პოსტვ”-ის გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბოლო წლებში თავდაცვის ძალებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა, რა დანაპირებიც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს ჯარში სოციალური მიმართულებით გაიცა:
„ჩვენ ძალისხმევას ნამდვილად არ ვიშურებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ჯარისკაცებისთვის კომფორტული პირობების შევქმნათ. პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ქართულ ჯარში გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა როგორც სოციალური, ასევე შეიარაღებისა და ყველა სხვა მიმართულებით. ბაზებზე ყველა ის პირობაა შექმნილი, რაც ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. ჯარისკაცებს აქვთ საუკეთესო კვება, უნიფორმა, სადაზღვევო პაკეტი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ინფასტრუქტურის სრული განახლება სამხედრო ქვედანაყოფებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა და დღეს ბაზებზე ნატოს სტანდარტების შესაბამისი პირობებია შექმნილი, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტები ახლაც მიმდინარეობს და სიახლეების თვალსაზრისით მომავალი წელიც მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნება.
16-11-2024
16-11-2024