გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

29-09-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.


კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით  მიმართა. მან ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და თსუ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი კურსი, სწორედ, ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.  აღინიშნა, რომ 2023 წლიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამა უნივერსიტეტის ერთწლიანი აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის ნაწილი გახდება.


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და უცხოელი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა - მეცნიერებმა, მკვლევარებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა. ღონისძიება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების (ESIL) ორგანიზებით გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930