გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება

30-09-2022

რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება. დღეს თუ არის 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული, ეს პროცენტი კიდევ უფრო უნდა ავწიოთ და რაც არის ჩასმული ჩვენს გეგმებში უნდა შესრულდეს ძალიან მალე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.


„სოფლის მეურნეობა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა - სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოიყოფა 590 მლნ ლარი, ამაში შედის მელიორაციაც, აგროკრედიტებიც, აგროდაზღვევა, „დანეგრე მომავალი" და უამრავი სხვა, მათ შორის საწარმოების დაფინანსების პროგრამები და ა.შ. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას - „აწარმოე საქართველოში" გამოვუყოფთ 260 მლნ ლარს. ჯამურად, თითქმის 900 მლნ ლარი მიემართება ამ მიმართულებით, დაახლოებით 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, დაგეგმილია არა ერთი პროექტი კულტურისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებებით.


„ასევე გვაქვს გათვალისწინებული კულტურისა და სპორტის მიმართულებით - ვემზადებით, სტადიონებს ვაშენებთ, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება 2023 წელს, ასევე ვამუშავებთ სხვა პროექტებს, რომლებზეც მოგვიანებით მოგახსენებთ, პარლამენტშიც მათ შორის,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930