გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება

30-09-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება.


ამ დროისთვის, სოფელ თისელთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.


სოფელი თისელი მაღალმთიან დასახლებას წარმოადგენს, ამასთანავე სოფელში მდებარეობს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და პროექტის განხორციელების შემდეგ იგი ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. საავტომობილო გზას კაპიტალური რეაბილიტაცია აქ პირველად უტარდება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე ვიზიტორები კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებენ.


პროექტის მიმდინარეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების, ადმინისტრაციული ერთეულისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ადგილზე გაეცნენ.


ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ასევე სოფელ გურკელსა და წინუბანში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აქ გარე განათების სისტემები მოეწყო. აღნიშნული პროექტები მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლების საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით იქნა შერჩეული. სოფელ გურკელში მოეწყო 20, ხოლო სოფელ წინუბანში 27 ლითონის ბოძი სანათით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930