30-09-2022
როდესაც ხედავენ გარედან რა გზებით შემოტევაა, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ომთან მიმართებით, რა რისკების წინაშეა ქვეყანა და ამ დროს შიგნიდან კიდევ გებრძვიან, რაღაცეებს გაბრალებენ და პრაქტიკულად მტრის საქმეს აკეთებენ, ეს არის უსამშობლობა. ამიტომ ვეძახით ჩვენ რადიკალური ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს უსამშობლო ადამიანს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ურთულესია ამ გზაზე სვლა და აქ რომ ჩვენ ჩრდილოეთის გარდა შიგნით გვებრძვიან, ეს არის მავნებლობა და უსამშობლობა. ამიტომ ვეძახით ჩვენ რადიკალური ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს უსამშობლო ადამიანს, რომ როდესაც ხედავენ გარედან რა შემოტევაა, რა გზებით შემოტევაა, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ომთან მიმართებით, რა რისკების წინაშეა ქვეყანა და ამ დროს შიგნიდან კიდევ გებრძვიან, რაღაცეებს გაბრალებენ და პრაქტიკულად მტრის საქმეს აკეთებენ, ეს არის უსამშობლობა. შემთხვევით არ დაგვირქმევია ის სახელი, რომლის შემოტრიალებაც წარუმატებლად სცადეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024