30-09-2022
იდგე პირდაპირ პუტინისგან დაფინანსებული ფსბ-ს აგენტის, ელენე ხოშტარიას გვერდით, მანამდე გუნდრუკს უკმევდე კგბ-ს ოფიცერ გრიგოლ ვაშაძეს და ისროდე საზიზღარ ბრალდებას ირაკლი კობახიძის აგენტობაზე, თავხედობაზე მეტია- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მამუკა მდინარაძის მიერ გიორგი ვაშაძის შესახებ გაკეთებულ კომენტარს.
„გიორგი ვაშაძე რაც არის, ყველამ კარგად იცის, მაგრამ თავხედობაა და თავხედობა. იდგე პირდაპირ პუტინისგან დაფინანსებული ფსბ-ს აგენტის, ელენე ხოშტარიას გვერდით, მანამდე გუნდრუკს უკმევდე კგბ-ს ოფიცერ გრიგოლ ვაშაძეს და ისროდე საზიზღარ ბრალდებას ირაკლი კობახიძის აგენტობაზე, თავხედობაზე მეტია. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ნორმალურად აზროვნებს, მსგავსი სისინის გაგონებაზე მაშინვე ამბობს - დადე საბუთი, თუ არა და შენი სული მოვ@@ან! არა რა, სანამ ასეთი ყოვლად გათახსირებული ტიპები იქნებიან ქართულ პოლიტიკაში, ძნელია რაიმე სიკეთის მიღწევა“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024