გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: წარმატებები მუდმივად განახლებად, ინტერაქტიურ "ქართულ ოცნებას" და ვუსურვებ, რომ ჰყავდეს ჯანსაღი, ძლიერი, კონსტრუქციული პოლიტიკური ოპონენტები

1-10-2022

წარმატებები მუდმივად განახლებად, ინტერაქტიურ "ქართულ ოცნებას" და ვუსურვებ, რომ ჰყავდეს ჯანსაღი, ძლიერი, კონსტრუქციული პოლიტიკური ოპონენტები. რაც "ქართული ოცნების" მუდმივად ფორმაში ყოფნის, კიდევ უფრო მეტად დახვეწისა და ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის საფუძველია - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, 10 წელია "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ამ ხნის განმავლობაში იყო ბევრი მინუსები, თუმცა იყო პლიუსებიც. დადებითი რომ ჭარბობს ამ ხელისუფლების და არა რეჟიმის საქმიანობაში, იმიტომაც არის გამარჯვებული ყველა დონის არჩევნებში.

 

„10 წელიწადია ჩემი რჩეული პარტია "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია. ამ ხნის განმავლობაში იყო ბევრი მინუსები, თუმცა იყო პლიუსებიც. დადებითი რომ ჭარბობს ამ ხელისუფლების და არა რეჟიმის საქმიანობაში, იმიტომაც არის გამარჯვებული დეკადის ყველა დონის არჩევნებში. რატომღაც ზოგიერთს ეხამუშება, რომ თურმე მმართველი პარტიის მხარდაჭერობა და თან პოლიტიკური ანალიტიკოსობა დაუშვებელია. მომიტევეთ და ასეთნი ნამდვილად არ იცნობენ დასავლურ პოლიტიკურ ცხოვრებას, სადაც არა თუ ექსპერტები, მკვლევარები და მიმომხილველები, არამედ გიგანტი ანალიტიკური ცენტრები დეკლარირებულად არიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან. წარმატებები მუდმივად განახლებად, ინტერაქტიურ "ქართულ ოცნებას" და ვუსურვებ, რომ ჰყავდეს ჯანსაღი, ძლიერი, კონსტრუქციული პოლიტიკური ოპონენტები. რაც "ქართული ოცნების" მუდმივად ფორმაში ყოფნის, კიდევ უფრო მეტად დახვეწისა და ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის საფუძველია. მშვიდობა და განვითარება საქართველოს და მის ხალხს პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930